2023 წლის 21 ოქტომბერს, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით რეგიონული მედიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილენი შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის და რაც მთავარია მათი უფლებათა დაცვის საკითხებზე იმსჯელებენ.
შეხვედრა გახსნა „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა და წარადგინა პროექტის აქტივობები და შედეგები.
მონაწილეებს ასევე მიესალმა პარტნიორი ორგანიზაცია TENENET-ის წარმომადგენელი ნიკოლეტა ლუპტაკოვა, მან ხაზი გაუსვა ჟურნალისტებთან შეხვედრის მნიშვნელობას, მომავალ თანამშრომლობას და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ტრენინგის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.
შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ტარდება.
პროექტის „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.