“საზოგადოება ბილიკის“ მშობელთა კლუბი – მნიშვნელოვანი შეხვედრები გორსა და ხაშურში

„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, გორსა და ხაშურში, 19 და 26 დეკემბერს „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თემაზე — „კვებითი სირთულეები ბავშვთა ასაკში“. შეხვედრებს უძღვებოდა მარი წკრიალაშვილი — კლინიკური ფსიქოლოგი და ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორი. შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: ▪︎ რატომ ამბობს ბავშვი უარს საკვებზე; ▪︎ […]

მოხალისე ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი

605314376_1472098191014327_4592671597330479107_n

ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ ასწავლის ცეკვას. მარიამ ადუაშვილი არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ცეროდენას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი. მან ანსამბლი 9 წლის წინ დააფუძნა და ამ დროის განმავლობაში არაერთ წარმატებასა და წინსვლას მიაღწია. მარიამის მიერ ჩატარებული ცეკვის გაკვეთილები ბავშვებისთვის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის. ეს არის თვითგამოხატვის საშუალება, ემოციების გამოხატვა და […]

მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”

593862632_1453863769504436_4540346414586507306_n

ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა ირინა ქურდაძემ და თამარ კაკალაშვილმა ჩაატარეს შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”. „მშობელთა კლუბში“ სპეციალისტებმა მშობლებთან ისაუბრეს შემდეგ თემებზე: • კითხვა და წიგნები როგორც მეტყველების განვითარების ინსტრუმენტი; • წიგნიერების განვითარება ადრეულ ასაკში; • […]

შეხვედრა თემაზე ,,სტრესი და სტრესის დაძლევის გზები”

593594641_1453002416257238_7809732847327324509_n

2025 წლის 28 ნოემბერს გორის . ,,ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკაში”დღის ცენტრის „სხივის“ ფსიქოლოგმა მარიამ ცხოვრებაძემ ცენტრის ბენეფიციარებისათვის ჩაატარა შეხვედრა თემაზე ,,სტრესი და სტრესის დაძლევის გზები”. ფსიქოლოგმა ისაუბრა სტრესის ფორმებზე, კონკრეტული მაგალითებით ახსნა რა მექანიზმები და შესაძლებლობები არსებობს სტრესის დასაძლევად. შეხვედრის მონაწილე მოზარდები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში, რამაც უფრო გასაგები გახადა, მომავალში როგორ უნდა ამოიცნონ და მართონ […]

მადლიერების დღე

586718443_1448350353389111_7125778708689304864_n

24 ნოემბერს “საზოგადოება ბილიკში” ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (Access ) მოსწავლეებმა მადლიერების დღე აღნიშნეს და ამასთან დაკავშირებით Peace Corp ის მოხალისემ მარგარეტ მიხაილოვამ გამამდიდრებელი აქტივობა ჩაატარა. პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისათვის გაიმართა ცნობიერების ასამაღლებელი და ენობრივი უნარების გასამდიდრებელი არაერთი საინტერესო აქტივობა, მ.შ. დისკუსია, პრეზენტაციები, ერთობლივად მოამზადეს პოსტერები და ვიდეო.

მშობელთა კლუბის შეხვედრა

IMG_9930

2025 წლის 17 და 24 ოქტომბერს ,,საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში გორსა და ხაშურში ,, მშობელთა კლუბის” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თემაზე ,, რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმის დიაგნოსტიკაზე” . შეხვედრას ფსიქოლოგი მარიამ გოჩიაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მშობლებთან ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: • აუტიზმის სადიაგნოსტიკო ტექნიკები; • რა შემთხვევაში ნიშნავს სპეციალისტი ADOS -ს ( აუტიზმის სადიაგნოსტიკო დაკვირვების […]

World Youth Club-ის სტატია მარი მღებრიშვილის ვიზიტის შესახებ ამერიკულ კლუბებში.

Mari Mgebrishvili, a dedicated leader and WYC Affiliate from Society Biliki in the Republic of Georgia, visited us at World Youth Clubs headquarters in Orlando, Florida for a week of connection, learning, and collaboration. A highlight of Mari’s visit was a trip to the Boys & Girls Clubs of Sarasota club, who recently sent a group of youth club […]

Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties) წარმომადგენლები ამერიკელ ახალგაზრდებთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს, ასევე პირადად მოინახულეს ყველა ცენტრი, სადაც „ბილიკი“ ბავშვებსა და ახალგაზრდებს მომსახურებას უწევს. მათ განსაკუთრებით დააინტერესათ ჩვენი დღის ცენტრების […]

“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ. დღე : ბილიკისა“ და „სხივის“ დღის ცენტრებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ბავშვთა უფლებები და მოვალეობები“. დღე : ფსიქოლოგმა მარიამ ცხოვრებაძემ გამართა შეხვედრა – „გაჯეტებზე დამოკიდებულება ბავშვებში“- დღის ცენტრ „სხივის“ მშობლებთან. „ბილიკის“ ბავშვებისთვის ჩატარდა შემეცნებითი აქტივობა „ემოციების რეგულაცია“. დღე : „ბილიკის“ მშობლებისთვის […]

EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე, ტიმოთი გილეინი. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ შშმ პირების უფლებებისა და საჭიროებების უზრუნველყოფაზე. 21 მაისს ევროპის ფონდის, ასოციაცია ანიკასა და „საზოგადოება ბილიკის“ ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, […]

შეხვედრა მშობლებთან

2025 წლის 15 მაისს, „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის „მეტი გავიგოთ დიაბეტზე“ ფარგლებში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა გორის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ მშობლებთან. შეხვედრა მოიცავდა ორ ნაწილს: პირველ ნაწილში ექიმმა-ენდოკრინოლოგმა ნანა კობერიძემ მონაწილეებს მიაწოდა შაქრიანი დიაბეტის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია, ხოლო მეორე ნაწილში ფსიქოლოგებმა მარიკა გოჩიაშვილმა და მარი წკრიალაშვილმა ისაუბრეს სტრესისა და მედეგობის საკითხებზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით […]

მითოდრამა

ქართულ-შვეიცარიული პროექტ „ნერგი“-სა და “საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის” ორგანიზებით, “საზოგადოება ბილიკში” ჩატარდა მითოდრამის ჯგუფური, 12 ფსიქოთერაპიული შეხვედრა. ჯგუფს უძღვებოდნენ: მითოდრამის მეთოდის დიპლომირებული სპეციალისტები ლარისა ეგნატაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, თამთა თაყაძე; მითოდრამის მეთოდის ავტორია ციურიხის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი და ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი ალლან გუგენბიული.

Skip to content