შეხვედრა მშობლებთან

2026 წლის 17 და 24 აპრილს, გორსა და ხაშურში, „საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მშობლებისთვის. შეხვედრებს უძღვებოდა ფსიქოლოგი მარიამ გოჩიაშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: „ძილთან დაკავშირებული სირთულეები ბავშვთა ასაკში“ შეხვედრები ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა — მშობლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, გამოწვევები და იმ პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ყოველდღიურ ურთიერთობაში უკვე გამოადგათ. […]
„AGE of AI“- ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და ორგანიზაციისთვის

30 და 31 მარტს „საზოგადოება ბილიკში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „AGE of AI“. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა გაძლიერება პრაქტიკული AI უნარებით, ცოდნით და კრეატიული ინსტრუმენტებით, რათა მათ შეძლონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული შესაძლებლობების გამოყენება. 30 მარტი დაეთმო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც AI ინსტრუმენტების დახმარებით ორგანიზაციული განვითარებისა და ციფრული მარკეტინგის გაძლიერების გზები შეისწავლეს. 31 მარტს კი ტრენინგში ჩაერთნენ ახალგაზრდები, […]
2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე!

აუტიზმი არ არის დაავადება ! ეს არის სამყაროს განსხვავებული აღქმა. დაინახე განსხვავებულად, შექმენით მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველას შეეძლება რეალიზება. 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა! როგორც ყოველთვის “საზოგადოება ბილიკი” უერთდება ამ კამპანიას. და სიხარულით ერთვება სხვადასხვა აქტივოებებში. ამჯერად ამ კამპანიის მხარდამჭერია ბატუტ ცენტრი. განსაკუთრებული მადლობა #მაკა ღვინიაშვილს.
ერთად მეტი ზრუნვისთვის

ააიპ „საზოგადოება ბილიკსა“ და მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა კეთილდღეობისა და მხარდაჭერის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, ლაბორატორია „საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლებისთვის და ბენეფიციარებისთვის აწესებს სპეციალურ ფასდაკლებას კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ლაბორატორიაში ვიზიტისას, ასევე ბინაზე გამოძახების სერვისის საშუალებით. ამასთან „საზოგადოება ბილიკი“ და მედიქალ ვორლდის […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2026 წლის 2 მარტს „საზოგადოება ბილიკსა“ და სოციალურ საწარმო „ჯადოსნურ ოთახს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენი პარტნიორობის მთავარი მიზანი ინკლუზიური განათლების გაძლიერება და სსსმ/შშმ ბავშვების მხარდაჭერაა. თანამშრომლობა მოიცავს: • ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით; • მშობელთა მხარდაჭერასა და გაძლიერებას; • პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას; • ბავშვებზე ორიენტირებულ ახალ ინიციატივებს. გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით […]
ნატვრის ხე – ბავშვების საახალწლო სურვილებს ასრულებს

2026 წლის 13 იანვარს ნატვრის ხე/ Wish Tree ესტუმრა გორისა და ხაშურის მცირე საოჯახო სახლებს, ასევე ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს. ამ განსაკუთრებულ დღეს 17 ბავშვმა მიიღო საახალწლო საჩუქარი — ზუსტად ის, რაც გულით ინატრეს. სურვილები ბარათებზე დაწერეს და ნაძვის ხეზე დაკიდეს, სადაც საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლო ბარათი ჩამოეხსნა და ბავშვების ოცნება რეალობად ექცია. ეს […]
„საზოგადოება ბილიკმა“ დაიწყო თანამშრომლობა ამერიკულ ორგანიზაციასთან Learn Fresh

Learn Fresh-ის ინოვაციური პროგრამა MLS STEM Goals კალათბურთის თამაშის მეშვეობით მოზარდებს STEM-ის სამყაროში ამოგზაურებს. პროგრამა ეფუძნება სიმულაციურ კალათბურთის თამაშს, სადაც სწავლა თამაშად იქცევა, ხოლო თამაში — ცოდნად. ეს არის შესაძლებლობა მოზარდებისათვის, ერთდროულად განივითარონ აკადემიური და პრაქტიკული უნარები. MLS STEM Goals კალათბურთის თამაში აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დისციპლინებს, სადაც მონაწილეები იყენებენ მოთამაშეთა სტატისტიკას […]
მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”

ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა ირინა ქურდაძემ და თამარ კაკალაშვილმა ჩაატარეს შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”. „მშობელთა კლუბში“ სპეციალისტებმა მშობლებთან ისაუბრეს შემდეგ თემებზე: • კითხვა და წიგნები როგორც მეტყველების განვითარების ინსტრუმენტი; • წიგნიერების განვითარება ადრეულ ასაკში; • […]
შეხვედრა თემაზე ,,სტრესი და სტრესის დაძლევის გზები”

2025 წლის 28 ნოემბერს გორის . ,,ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკაში”დღის ცენტრის „სხივის“ ფსიქოლოგმა მარიამ ცხოვრებაძემ ცენტრის ბენეფიციარებისათვის ჩაატარა შეხვედრა თემაზე ,,სტრესი და სტრესის დაძლევის გზები”. ფსიქოლოგმა ისაუბრა სტრესის ფორმებზე, კონკრეტული მაგალითებით ახსნა რა მექანიზმები და შესაძლებლობები არსებობს სტრესის დასაძლევად. შეხვედრის მონაწილე მოზარდები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობებში, რამაც უფრო გასაგები გახადა, მომავალში როგორ უნდა ამოიცნონ და მართონ […]
მადლიერების დღე

24 ნოემბერს “საზოგადოება ბილიკში” ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის (Access ) მოსწავლეებმა მადლიერების დღე აღნიშნეს და ამასთან დაკავშირებით Peace Corp ის მოხალისემ მარგარეტ მიხაილოვამ გამამდიდრებელი აქტივობა ჩაატარა. პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისათვის გაიმართა ცნობიერების ასამაღლებელი და ენობრივი უნარების გასამდიდრებელი არაერთი საინტერესო აქტივობა, მ.შ. დისკუსია, პრეზენტაციები, ერთობლივად მოამზადეს პოსტერები და ვიდეო.
Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.
2024 წლის 4 აპრილს, „საზოგადოება ბილიკისა“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე.