EASPD-ის კონფერენცია ათენში

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის სერვისებმა გახსნას შრომის ღია ბაზარი? კონფერენცია ფოკუსირებული იყო პრაქტიკული მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და კანონმდებლობის გაზიარებაზე, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის მეტი შესაძლებლობების შექმნას შრომის ღია ბაზარზე.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებოდა „საზოგადოება ბილიკის” ასოციაციის თავმჯდომარე მარიკა მღებრიშვილი, რომელიც საუბრობს კონფერენციაზე მიღებულ გამოცდილებაზე:

“ყოველთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანი სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობა, სადაც ხვდები ადამიანებს, პროფესიონალებს, ვინც შენი ორგანიზაციის მსგავს საკითხებზე, მიმართულებებზე მუშაობენ.

„საზოგადოება ბილიკი“ 2019 წლიდან აქტიური წევრია ამ დიდი ევროპული გაერთიანების. ამ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაციისთვის Opening doors იყო მეორე კონფერნეცია, რომელიც ეძღვნებოდა თემას თუ როგორ შეუძლია შშმ პირების მხარდაჭერის სერვისებმა გახსნას შრომის ღია ბაზარი?

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების არსამათავრობო ორგანიზაციები. პრეზენტაციები გააკეთეს ევროსტრუქტურების და ევროკავშირის ქვეყნების მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებმა, ასევე არსათავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს EU-სა და საკუთარი ქვეყნების მიღწევებსა და გამოწვევებზე.

კონფერენციის მსვლელობისას წევრი ორგანიზაციების წარმომადგნლებს საშუალება გვქონდა მონაწილოება მიგვეღო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, სადაც უკვე კონკრეტული პროექტების განვითარებაზე ვმუშაობდით.

 „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად იყო ჩართული ასოციაციის 4 ჯგუფის მუშაობაში, რომელებიც ემსახურებოდა  ადრეული ინტერვენციისა  და განათლების საკითხების განხილვას.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ. დღე : ბილიკისა“ და „სხივის“ დღის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე,

მეტის ნახვა »
Skip to content