კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა

2023 წლის 22 ნოემბერს, „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით რეგიონის ბიზნესის, სოციალური საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ   და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული პრეზენტაციების, პანელური დისკუსიების, კერძო ბიზნესის წარმომადგენლების მიერ წარმატებული მაგალითების განხილვამ, სოციალური საწარმოების მუშაობის  და სლოვაკური გამოცდილების  გაზიარებამ, ცხადყო რაოდენ მნიშვნელოვანი და დროულია არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა რეგიონში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისათვის, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის და რეგიონის ეკოსისტემის გამყარების მიზნით.

დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს რა გამოწვევებს ხედავს ბიზნესი შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით და როგორია დასაქმების ადგილობრივი ბაზარი მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ნინო გიორგაძემ, კერძო ბიზნესისა და სოციალური საწარმოს ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე შეხვედრის პანელურ დისკუსიას უძღვებოდა, მონაწილეებს საკუთარი ბიზნესის ისტორია, სოციალური მეწარმეობის გამოცდილება და სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია გაუზიარა.

საინტერესოდ წარიმართა ახალგაზრდა სტარტაპერების და სოციალური საწარმოების წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება.  საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრეს: სოსო მეზვრიშვილმა, სოციალური კაფე ,,სფეისი“, ჯონდო ცერცვაძემ, სტარტაპერი „მწნილების მეფე“, ნინო ჩალაურმა, „ჩიკორი“ ჩირის საწარმო, ბადრი ციქუბაძემ,  საწარმო ,,ენლილი“, სოფიო ტუაევმა, სოციალური მეწარმე, და ივანე გოგლიძემ, შპს ,,კულა“.

შეხვედრის ამ ნაწილს ელენე ჩხეიძე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ექსპერტი უძღვებოდა.

დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ: თაკო როდონაია, კორპორაციული კომუნიკაციების სპეციალისტი, მარიამ დევრისაშვილი, სოციალურ საწარმოთა ალიანსის წარმომადგენელი, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი ნინო სუხიტაშვილმა, კომპანია ,,ჰაიდელბერგ ცემენტის“ გარემოს დაცვის სპეციალისტმა, მარიამ გოგავამ, არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,კომლი“ და ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში  არსებული პროგრამის შესახებ ისაუბრა.

დასასრულს მონაწილეებმა რეგიონში მოქმედ ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეებთან ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავებას და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„საზოგადოება ბილიკი“ გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მარნეულში და ზუგდიდში.

შეხვედრა შიდა ქართლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა პროექტების „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები  საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. 

პროექტებს ახორციელებს „საზოგადოება ბილიკი“ Slovak Aid-ისა  და  კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

667382600_1558102512413894_8645150606661427192_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

„AGE of AI“- ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და ორგანიზაციისთვის

30 და 31 მარტს „საზოგადოება ბილიკში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „AGE of AI“. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა გაძლიერება პრაქტიკული AI უნარებით,

მეტის ნახვა »
662351429_1555158122708333_4790539834496045637_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე!

აუტიზმი არ არის დაავადება ! ეს არის სამყაროს განსხვავებული აღქმა. დაინახე განსხვავებულად, შექმენით მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველას შეეძლება რეალიზება. 2

მეტის ნახვა »
2. ერთად მეტი ზრუნვისთვის.jpg (2)
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ერთად მეტი ზრუნვისთვის

ააიპ „საზოგადოება ბილიკსა“ და მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა კეთილდღეობისა და

მეტის ნახვა »
Skip to content