ტრენინგი

2025 წლის 22 იანვარს “საზოგადოება ბილიკის” ინიციატივით, პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ გაიმართა ტრენინგი გორის მე-8 საჯარო სკოლაში თემაზე: “5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის”.

შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის სურსათი, რა გზას გადის სურსათი ფერმიდან სუფრამდე და რა არის WHO 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის:

პირველი გასაღები: დაიცავით სისუფთავე;

მეორე გასაღები : განაცალკევეთ უმი და მომზადებული საკვები;

მესამე გასაღები: საჭმლის მომზადებისას პროდუქტებმა უნდა გაიარონ სათანადო თერმული დამუშავება.

მეოთხე გასაღები: სურსათის შენახვის დროს დაიცავით უვნებელი ტემპერატურული რეჟიმი;

მეხუთე გასაღები: გამოიყენეთ უვნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული.

ტრენინგი აქტიურად წარიმართა, მონაწილეთა სრული ჩართულობით, შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა დაამზადებს პოსტერები 5 გასაღების პრინციპთან დაკავშირებით.

ტრენერი: ნინო ფსუტური.

მონაწილეთა რაოდენობა: 24.

ამ აქტივობას ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი “საზოგადოება ბილიკთან” თანამშრომლობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის„სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV” ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

667382600_1558102512413894_8645150606661427192_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

„AGE of AI“- ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და ორგანიზაციისთვის

30 და 31 მარტს „საზოგადოება ბილიკში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „AGE of AI“. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა გაძლიერება პრაქტიკული AI უნარებით,

მეტის ნახვა »
662351429_1555158122708333_4790539834496045637_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე!

აუტიზმი არ არის დაავადება ! ეს არის სამყაროს განსხვავებული აღქმა. დაინახე განსხვავებულად, შექმენით მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველას შეეძლება რეალიზება. 2

მეტის ნახვა »
2. ერთად მეტი ზრუნვისთვის.jpg (2)
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ერთად მეტი ზრუნვისთვის

ააიპ „საზოგადოება ბილიკსა“ და მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა კეთილდღეობისა და

მეტის ნახვა »
Skip to content