2023 წლის 25 ივლისს, გორში, სასტუმრო გორი ინნ-ში, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

2023 წლის 25 ივლისს, გორში, სასტუმრო გორი ინნ-ში, გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა საბჭოს წევრებს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში მუშაობისას განიხილეს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და საბჭოს ეფექტური მუშაობის საკითხები, შემდეგ დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები და მოამზადეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შშმ პირთა დასაქმებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის თანამშრომლები.

შეხვედრა ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა.

მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრთა სამუშაო შეხვედრა განხორციელდა პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითრების სააგენტოს (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ. დღე : ბილიკისა“ და „სხივის“ დღის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე,

მეტის ნახვა »
Skip to content