17-28 აგვისტოს „საზოგადოება ბილიკისა“ და „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სლოვენიაში გამართულ Erasmus+ გაცვლით პროგრამაში — „Express & Lead: From Self-Presentation to Youth Leadership“.
პროექტში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სლოვენიიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან და რუმინეთიდან.
პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა განივითარეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: გუნდური მუშაობა; ლიდერობა და თვითგამოხატვა;
უმნიშვნელოვანეს გამოცდილებასთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრები გაეცვნენ პარტნიორი ქვეყნების კულტურასა და ტრადიციებს, ასევე მათაც გაუზიარეს ქართული წეს-ჩვეულებები.
პროექტი დაფინანსებულია European Union-ევროკავშირის მიერ, ორგანიზებულია Drustvo_Connect-ის მიერ, @youth_in_salovci2026-ის მხარდაჭერით.


