“საქართველოს ბანკისა” და “მეთოდოს” ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ორგანიზაციული კლიმატისა და თანამშრომელთა ჩართულობის კვლევის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. შერჩეულ კომპანიებს შორისაა „საზოგადოება ბილიკი“
ორგანიზაციული კლიმატის შეფასება დაგვეხმარება თანამშრომლების პერსპექტივიდან დავინახოთ, როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზაცია—რა უწყობს ხელს თანამშრომლების ჩართულობას, სად არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და რა საჭიროებს მენეჯმენტის ყურადღებას.
მადლობა თანამშრომლობისათვის და მხარდაჭრისათვის შპს „მეთოდოს“ და „საქართველოს ბანკს“.


