ტრენინგი – ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”

„საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს პროექტს “ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”.

2024 წლის 26 სექტემბერს, ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ადმინისტრაციის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებმა.

27-28 სექტემბერს კი ტრენინგის მონაწილეები იყვნენ პროექტის ფარგლებში შერჩეული საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების მშობლები.

სააგენტოს მხარდაჭერით პროექტში ჩაერთო 10 საბავშვო ბაღი.

პროექტს ახორციელებს ,,საზოგადოება ბილიკი“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული

პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის

ვალდებულებების განხორციელებისთვის” მცირე გრანტის ფარგლებში, რომლის

პარტნიორები არიან “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” და “კოალიცია

დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

700078453_1956268965053957_7691613683241923320_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამა (Access) წარმატებით დასრულდა

2011 წლიდან ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაში (Access) და ამ წლების განმავლობაში ასობით წარმატებული

მეტის ნახვა »
722935481_1617738729783605_7958940017238067989_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული წარმატებით დასრულდა! 2026 წლის პირველი ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრებში გაიმართა კულტურული

მეტის ნახვა »
707561414_1600523498171795_8401072571200920015_n
მედია გაშუქება
საზოგადოება ბილიკი

ტრენინგები 65+ ასაკობრივ პირთათვის

„საზოგადოება ბილიკში“ საინტერესო შეხვედრები ჩატარდა ,,სურსათის უვნებლობა 65+ ასაკობრივ პირთათვის” მოცემული აქტივობა ევროკავშირის ფართომაშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის

მეტის ნახვა »
Skip to content