ფლეშმობი ზუგდიდში

2024 წლის 15 მაისს, ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში „ზუგდიდი მოლი“, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში, ფლეშმობი გაიმართა.

კამპანიის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

წარმოდგენას წინ უძღვოდა მხიარული აქტივობები – დროშების, ბუშტების დარიგება, მოზარდებისთვის სახის მოხატვა და სხვა, რამაც ხელი შეუწყო „მოლში“ მოსული ადამიანების მოზიდვა ფლეშმობზე დასასწრებად და ამდენად შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ მათი ინფორმირება.

ფლეშმობი ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა წარმოადგინეს. წარმოდგენა თავისი შინაარსით შშმ პირების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი ინტეგრირების აუცილებლობას უსვამდა ხაზს.

ფლეშმობი, ორგანიზებული იყო საზოგადოება ბილიკისა და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივი პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“ ფარგლებში, რომელიც Slovak Aid,-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

Boys & Girls Clubs of Sarasota and DeSoto Counties-ს ვიზიტი „საზოგადოება ბილიკში“.

2025 წლის 15-18 ივნისს, „საზოგადოება ბილიკს“ ესტუმრნენ სარასოტას და დესოტოს გოგონათა და ბიჭების კლუბის (Boys & Girls Clubs of Sarasota

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

“საზოგადოება ბილიკი” 28 წლისაა

წელსაც, ჩვენს დაბადების დღეს განსაკუთრებული სიხარულით შევხვდით და ჩვენი პატარა მეგობრებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმეთ. დღე : ბილიკისა“ და „სხივის“ დღის

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

EASPD-ის გენერალური მდივნის მოადგილის ტიმოთი გილეინის ვიზიტი

2025 წლის 20-22 მაისს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სერვისების მომწოდებელთა ევროპული ასოციაციის (EASPD) გენერალური მდივნის მოადგილე,

მეტის ნახვა »
Skip to content