ფლეშმობი ზუგდიდში

2024 წლის 15 მაისს, ზუგდიდის სავაჭრო ცენტრში „ზუგდიდი მოლი“, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში, ფლეშმობი გაიმართა.

კამპანიის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

წარმოდგენას წინ უძღვოდა მხიარული აქტივობები – დროშების, ბუშტების დარიგება, მოზარდებისთვის სახის მოხატვა და სხვა, რამაც ხელი შეუწყო „მოლში“ მოსული ადამიანების მოზიდვა ფლეშმობზე დასასწრებად და ამდენად შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ მათი ინფორმირება.

ფლეშმობი ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა წარმოადგინეს. წარმოდგენა თავისი შინაარსით შშმ პირების უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი ინტეგრირების აუცილებლობას უსვამდა ხაზს.

ფლეშმობი, ორგანიზებული იყო საზოგადოება ბილიკისა და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივი პროექტის „დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე 2“ ფარგლებში, რომელიც Slovak Aid,-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

კონდერენცია
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“

23–24 ოქტომბერს “საზოგადოება ბილიკმა“ შიდა პროფესიული კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“ გამართა, რომელშიც გორისა და

მეტის ნახვა »
დებაყტები 8
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ახალგაზრდული დებატების კვირა

არგუმენტები, განსხვავებული შეხედულებები და მნიშვნელოვანი დისკუსიები – გორში ახალგაზრდული დებატების კვირა გაიმართა. 60 განმცხადებლიდან შერჩეულმა 30-მა ახალგაზრდამ ადამიანის უფლებებისა და

მეტის ნახვა »
ჩეხეთი
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ახალგაზრდების მონაწილეობა საერთაშორისო Erasmus+ სასწავლო კურსში — „EXPRESS & IMPRESS 2.0″

2026 წლის 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „საზოგადოება ბილიკის“ და ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა

მეტის ნახვა »
Skip to content