2024 წლის 23 თებერვალს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მონაწილეებმა სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია “საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა წარმოადგინა.

ნინო გიორგაძემ, კერძო ბიზნესისა და სოციალური საწარმოს ხელმძღვანელმა, რომელიც ასევე შეხვედრის  დისკუსიას უძღვებოდა, მონაწილეებს საკუთარი ბიზნესის ისტორია, სოციალური მეწარმეობის გამოცდილება და სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაცია გაუზიარა.

დისკუსიის დროს  მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მიერ წარმატებული მაგალითების განხილვამ და  გამოცდილების  გაზიარებამ ცხადყო, რაოდენ მნიშვნელოვანი და დროულია არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისათვის, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის და რეგიონის ეკო სისტემის გამყარების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები: სასათბურე, საჩითილე, მებოსტნეობის და ფერმერული მეურნეობის წარმომადგენლები, ასევე სილამაზის სალონის, ყავის დრაივ-კაფეს, საცხობის, სამკაულის  და მუყაოს ჭიქების მწარმოებლები,  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„შშმ პირების დასაქმების საკითხებზე ზრუნვა დროული და უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს განათლების როლი, აუცილებელია საზოგადოების და თემის ინფორმირების დონის ამაღლება და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ღებულობს თუ არა შშმ ბავშვი თავის უნარების შესატყვის განათლებას? რათა შემდგომში მას მიეცეს დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა“ – აღნიშნა სურიკ ჩიჩიანმა, უსინათლოთა კავშირის და მარნეულის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საბჭოს წევრმა დისკუსიის დროს.

შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა პროექტის „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე“  ფარგლებში.  პროექტებს ახორციელებენ „საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, Slovak Aid-ის   ფინანსური მხარდაჭერით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

იწყება ა(ა)იპ “საზოგადოება ბილიკი”-ს რეორგანიზაცია გაყოფა (გამოყოფა) დაფუძნების გზით. 

იხილეთ საერთო კრების გადაწყვეტილება და გამოყოფის გეგმა (პროექტი).

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ფლეშ მობი გორში

2024 წლის 8 ივნისს, გორის ვაჟა ფშაველას სახელობის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,გორი მოლში” ფლეშმობი გამართეს. მოსწავლეებმა შშმ პირების როლი

მეტის ნახვა »
უახლესი ამბები
ლელუკა მინდიაშვილი

ფლეშ მობი მარნეულში

2024 წლის 21 მაისს, ქ. მარნეულის #1 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის უფროსკლასელები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით გამართულ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდნენ

მეტის ნახვა »
Skip to content