კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ახალციხეში

2024 წლის 29 თებერვალს, ,,დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება – შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება ფარგლებში, ახალციხეში, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

თავდაპირველად, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ევროპის ფონდის წარმომადგენელი ვიქტორ ბარამია, შემდეგ კი პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა „საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა. წარმატებული პრაქტიკასა და ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისგებლობის გამოცდილება შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა სოციალურმა მეწარმემ ნინო გიორგაძემ.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და მონაწილეებმა იმსჯელეს – როგორია დასაქმების ადგილობრივი ბაზარი, რა გამოწვევებს ხედავს ბიზნესი შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბიზნესისა და სოციალურ მეწარმეების არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიზნეს სექტორის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები.

პროექტი „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება – შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

CSA_1
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

„საზოგადოება ბილიკი“ — ახალი ცოდნა და გამოცდილება ორგანიზაციული განვითარებისთვის

2026 წლის 27–30 ოქტომბერს „საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო Civil Society Academy International-ის მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან საერთაშორისო ონლაინტრენინგში — „ფონდების

მეტის ნახვა »
კონდერენცია
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“

23–24 ოქტომბერს “საზოგადოება ბილიკმა“ შიდა პროფესიული კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“ გამართა, რომელშიც გორისა და

მეტის ნახვა »
დებაყტები 8
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ახალგაზრდული დებატების კვირა

არგუმენტები, განსხვავებული შეხედულებები და მნიშვნელოვანი დისკუსიები – გორში ახალგაზრდული დებატების კვირა გაიმართა. 60 განმცხადებლიდან შერჩეულმა 30-მა ახალგაზრდამ ადამიანის უფლებებისა და

მეტის ნახვა »
Skip to content