ტრენინგი მშობლებთან – ხაშური

2025 წლის 7 მაისს, „საზოგადოება ბილიკის“ პროექტის „მეტი გავიგოთ დიაბეტზე“ ფარგლებში, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ხაშურის „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ მშობლებთან. შეხვედრა მოიცავდა ორ ნაწილს: პირველ ნაწილში ექიმმა-ენდოკრინოლოგმა ნანა კობერიძემ მონაწილეებს მიაწოდა შაქრიანი დიაბეტის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია, ხოლო მეორე ნაწილში ფსიქოლოგებმა მარიკა გოჩიაშვილმა და მარი წკრიალაშვილმა ისაუბრეს სტრესისა და მედეგობის საკითხებზე. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით […]

საქართველოს ხილვადობის გაზრდა !

23-24 აპრილს იტალიელმა მოხალისეებმა გრეტამ და მანუელმა წარმატებით ჩაატარეს ორდღიანი სამუშაო სემინარი ჩვენს ახალგაზრდებთან! სემინარი დაკავშირებული იყო მედია წიგნიერებასთან და მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ისეთი უნარების განვითარებას, რაც მათ საშუალებას მისცემდა მოიძიონ და გამოაქვეყნონ ინფორმაცია საქართველოზე – როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად! აქტივობების მოკლე მიმოხილვა: 1.კვლევის უნარები – მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ მოიძიონ სანდო ინფორმაცია ონლაინ და როგორ […]

ვიქტორინა პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით “საზოგადოება ბილიკში” ვიქტორინა გაიმართა. ვიქტორინა ორი ტურისგან შედგებოდა, ჯამში კი 26 დახურულ და ღია კითხვას მოიცავდა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ. ვიქტორინაში 5 პარტნიორი სკოლის 20 მოსწავლე მონაწილეობდა. თითოეულმა გუნდმა საკმაოდ მაღალი ქულა დააგროვა, გამარჯვებული […]

ტრენინგი

2025 წლის 27 და 29 იანვარს “საზოგადოება ბილიკის” ინიციატივით, პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ გაიმართა კიდევ ორი ტრენინგი გორის მე-9 და შინდისის საჯარო სკოლებში თემებზე: “5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის” და „სურსათით გამოწვეული დაავადებები“. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის სურსათი, რა გზას გადის სურსათი ფერმიდან სუფრამდე […]

ტრენინგი

2025 წლის 22 იანვარს “საზოგადოება ბილიკის” ინიციატივით, პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ გაიმართა ტრენინგი გორის მე-8 საჯარო სკოლაში თემაზე: “5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის”. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რა არის სურსათი, რა გზას გადის სურსათი ფერმიდან სუფრამდე და რა არის WHO 5 გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისთვის: პირველი […]

„მშობლების მონაწილეობა მოსწავლეთა ინიციატივებში”

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში იმართება 3 დღიანი შეხვედრა თემაზე „მშობლების მონაწილეობა მოსწავლეთა ინიციატივებში”. დღეს, მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგი „პროექტების წერა“, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა და მშობლებმა ჯგუფურად იმუშავეს და წარადგინეს სხვადასხვა თემის პრობლემები. ამ წუთებში კი მონაწილეები მუშაობენ პროექტების ლოგიკური ჩარჩოს შექმნაზე. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული […]

ჯანსაღი კვება

იცით, რომელი სურსათია უვნებელი და რომელი არა? ალბათ ის, რომელიც არ მოგწამლავთ? ხომ ასეა? კი და არა. ის, რომ სურსათი მაშინვე არ მოგწამლავთ, არ ნიშნავს, რომ ის უვნებელია. ექიმები გვირჩევენ რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი, მარილი და შაქარი მოვიხმაროთ. მართალია ისინი ბუნებრივი ინგრედიენტებია, მაგრამ მათი გადაჭარბებული მოხმარება ხელს უწყობს სიმსუქნეს და სხვადასხვა მძიმე დაავადების განვითარებას, როგორებიცაა […]

მინდვრიდან სუფრამდე

სურსათი მისი გადაადგილების ყველა საფეხურზე უვნებელი უნდა იყოს, დაწყებული მინდვრიდან, გაგრძელებული მისი გადამუშავებით, დისტრიბუციით, საცალო ვაჭრობით და დამთავრებული მოხმარებით. ამიტომაც საჭიროა სურსათის უვნებლობის მოთხოვნები ყველა ეტაპზე იყოს დაცული, რაც ფერმერებისა და სხვა შესაბამისი მეწარმეების პასუხისმგებლობაა. ეს პროცესი სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და ამაზე, საბოლოოდ, თავად მომხმარებლებმა უნდა იზრუნონ. თანამედროვე მსოფლიოში მიდგომა „მინდვრიდან სუფრამდე“ აღიარებულია, როგორც სურსათის […]

EASPD-ის კონფერენცია ათენში

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის სერვისებმა გახსნას შრომის ღია ბაზარი? კონფერენცია ფოკუსირებული იყო პრაქტიკული მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და კანონმდებლობის გაზიარებაზე, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის მეტი შესაძლებლობების შექმნას შრომის ღია ბაზარზე. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებოდა „საზოგადოება ბილიკის” ასოციაციის […]

„საზოგადოება ბილიკი“ მონაწილეობას მიიღებს EASPD-ის საერთაშორისო კონფერენციაში “Opening Doors”, ათენში.

2024 წლის 17-18 ოქტომბერს, ათენში, EASPD-ისა და THE NET-ის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „Opening Doors”: როგორ შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის სერვისებმა გახსნას შრომის ღია ბაზარი?კონფერენცია ფოკუსირებული იქნება პრაქტიკული მეთოდოლოგიების, ინსტრუმენტებისა და კანონმდებლობის გაზიარებაზე, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის მეტი შესაძლებლობების შექმნას შრომის ღია ბაზარზე. კონფერენციის გარდა, EASPD-ის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ წევრების […]

ტრენინგი – ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”

„საზოგადოება ბილიკი“ ახორციელებს პროექტს “ინკლუზიური განათლება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგები თემაზე: ,,ინკლუზიური განათლება და შეფასების ინსტრუმენტები”. 2024 წლის 26 სექტემბერს, ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ადმინისტრაციის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორებმა. 27-28 სექტემბერს კი ტრენინგის მონაწილეები იყვნენ პროექტის ფარგლებში შერჩეული საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების მშობლები. სააგენტოს მხარდაჭერით […]

Skip to content