ტრენინგები 65+ ასაკობრივ პირთათვის

„საზოგადოება ბილიკში“ საინტერესო შეხვედრები ჩატარდა ,,სურსათის უვნებლობა 65+ ასაკობრივ პირთათვის” მოცემული აქტივობა ევროკავშირის ფართომაშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV-ის ფარგლებში“ თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს […]
ევროპის დღე

9 მაისს „საზოგადოება ბილიკის“ ახალგაზრდები თბილისში, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. დაათვალიერეს ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურას, ინოვაციებსა და გამოგონებებს ეძღვნებოდა. გაეცნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30-წლიან ისტორიას, განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან ინიციატივებს. ახალგაზრდები შეუერთდნენ „მწვანე კუთხეს“ და შეისწავლეს პრაქტიკული გზები, როგორ გამოყენონ, აღადგინონ და განაახლონ ყოველდღიური ნივთები. […]
შეხვედრა მშობლებთან

2026 წლის 17 და 24 აპრილს, გორსა და ხაშურში, „საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მშობლებისთვის. შეხვედრებს უძღვებოდა ფსიქოლოგი მარიამ გოჩიაშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: „ძილთან დაკავშირებული სირთულეები ბავშვთა ასაკში“ შეხვედრები ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა — მშობლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, გამოწვევები და იმ პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც ყოველდღიურ ურთიერთობაში უკვე გამოადგათ. […]
„AGE of AI“- ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და ორგანიზაციისთვის

30 და 31 მარტს „საზოგადოება ბილიკში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „AGE of AI“. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა გაძლიერება პრაქტიკული AI უნარებით, ცოდნით და კრეატიული ინსტრუმენტებით, რათა მათ შეძლონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული შესაძლებლობების გამოყენება. 30 მარტი დაეთმო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც AI ინსტრუმენტების დახმარებით ორგანიზაციული განვითარებისა და ციფრული მარკეტინგის გაძლიერების გზები შეისწავლეს. 31 მარტს კი ტრენინგში ჩაერთნენ ახალგაზრდები, […]
2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე!

აუტიზმი არ არის დაავადება ! ეს არის სამყაროს განსხვავებული აღქმა. დაინახე განსხვავებულად, შექმენით მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველას შეეძლება რეალიზება. 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა! როგორც ყოველთვის “საზოგადოება ბილიკი” უერთდება ამ კამპანიას. და სიხარულით ერთვება სხვადასხვა აქტივოებებში. ამჯერად ამ კამპანიის მხარდამჭერია ბატუტ ცენტრი. განსაკუთრებული მადლობა #მაკა ღვინიაშვილს.
ერთად მეტი ზრუნვისთვის

ააიპ „საზოგადოება ბილიკსა“ და მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა კეთილდღეობისა და მხარდაჭერის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, ლაბორატორია „საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლებისთვის და ბენეფიციარებისთვის აწესებს სპეციალურ ფასდაკლებას კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ლაბორატორიაში ვიზიტისას, ასევე ბინაზე გამოძახების სერვისის საშუალებით. ამასთან „საზოგადოება ბილიკი“ და მედიქალ ვორლდის […]
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2026 წლის 2 მარტს „საზოგადოება ბილიკსა“ და სოციალურ საწარმო „ჯადოსნურ ოთახს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენი პარტნიორობის მთავარი მიზანი ინკლუზიური განათლების გაძლიერება და სსსმ/შშმ ბავშვების მხარდაჭერაა. თანამშრომლობა მოიცავს: • ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით; • მშობელთა მხარდაჭერასა და გაძლიერებას; • პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას; • ბავშვებზე ორიენტირებულ ახალ ინიციატივებს. გვჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით […]
ნატვრის ხე – ბავშვების საახალწლო სურვილებს ასრულებს

2026 წლის 13 იანვარს ნატვრის ხე/ Wish Tree ესტუმრა გორისა და ხაშურის მცირე საოჯახო სახლებს, ასევე ხაშურის დედათა და ბავშვთა თავშესაფარს. ამ განსაკუთრებულ დღეს 17 ბავშვმა მიიღო საახალწლო საჩუქარი — ზუსტად ის, რაც გულით ინატრეს. სურვილები ბარათებზე დაწერეს და ნაძვის ხეზე დაკიდეს, სადაც საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლო ბარათი ჩამოეხსნა და ბავშვების ოცნება რეალობად ექცია. ეს […]
„საზოგადოება ბილიკმა“ დაიწყო თანამშრომლობა ამერიკულ ორგანიზაციასთან Learn Fresh

Learn Fresh-ის ინოვაციური პროგრამა MLS STEM Goals კალათბურთის თამაშის მეშვეობით მოზარდებს STEM-ის სამყაროში ამოგზაურებს. პროგრამა ეფუძნება სიმულაციურ კალათბურთის თამაშს, სადაც სწავლა თამაშად იქცევა, ხოლო თამაში — ცოდნად. ეს არის შესაძლებლობა მოზარდებისათვის, ერთდროულად განივითარონ აკადემიური და პრაქტიკული უნარები. MLS STEM Goals კალათბურთის თამაში აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დისციპლინებს, სადაც მონაწილეები იყენებენ მოთამაშეთა სტატისტიკას […]
“საზოგადოება ბილიკის“ მშობელთა კლუბი – მნიშვნელოვანი შეხვედრები გორსა და ხაშურში
„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებში, გორსა და ხაშურში, 19 და 26 დეკემბერს „მშობელთა კლუბის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრები თემაზე — „კვებითი სირთულეები ბავშვთა ასაკში“. შეხვედრებს უძღვებოდა მარი წკრიალაშვილი — კლინიკური ფსიქოლოგი და ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორი. შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო ბავშვთა კვებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: ▪︎ რატომ ამბობს ბავშვი უარს საკვებზე; ▪︎ […]
მოხალისე ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი

ქორეოგრაფი მარიამ ადუაშვილი „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ ასწავლის ცეკვას. მარიამ ადუაშვილი არის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ცეროდენას“ დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი. მან ანსამბლი 9 წლის წინ დააფუძნა და ამ დროის განმავლობაში არაერთ წარმატებასა და წინსვლას მიაღწია. მარიამის მიერ ჩატარებული ცეკვის გაკვეთილები ბავშვებისთვის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის. ეს არის თვითგამოხატვის საშუალება, ემოციების გამოხატვა და […]
მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”

ნოემბრის თვეში “საზოგადოება ბილიკის” ბავშვთა და მოზარდთა განვითარების გორის და ხაშურის ცენტრების „მშობელთა კლუბებში“ ფსიქოლოგმა მარიამ გოჩიაშვილმა და მეტყველების თერაპევტებმა ირინა ქურდაძემ და თამარ კაკალაშვილმა ჩაატარეს შეხვედრა თემაზე ,, ადრეული წიგნიერება და მეტყველების განვითარება”. „მშობელთა კლუბში“ სპეციალისტებმა მშობლებთან ისაუბრეს შემდეგ თემებზე: • კითხვა და წიგნები როგორც მეტყველების განვითარების ინსტრუმენტი; • წიგნიერების განვითარება ადრეულ ასაკში; • […]