შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე - 2
პროექტის აღწერა
საზოგადოება ბილიკი
,,საზოგადოება ბილიკი“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს „Slovak Aid“-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ერთობლივ პროექტს. პროექტი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციას საქართველოს შრომის ბაზარზე.
პროექტის მიზანია:
- შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის გაუმჯობესება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადამიანების პროფესიული გაძლიერება
- სლოვაკური გამოცდილების გაზიარება – სლოვაკური სოციალური საწარმოების მუშაობის პრინციპების, სოციალური და შრომის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტების წარმომადგენელთა საქმიანობის გაცნობა (სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში)
- შშმ პირების დასაქმების პოლიტიკის გასაუმჯობესება – პროფესიული დისკუსიების გამართვა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან
- პროფესიული დისკუსია მხარდაჭერითი დასაქმების საკითხებზე – შშმ პირთათვის დასაქმების პირობებისა და სამუშაო გარემოს შექმნის თაობაზე, სლოვაკეთში არსებული გამოცდილების გაზიარება
- საქართველოს რეგიონებში შშმ პირთა საბჭოების პოზიციების გამყარება, შშმ პირთა საბჭოს წევრების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება და რეგიონულ დონეზე, სოციალური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირებსა და შშმ პირთა წარმომადგენლების შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, პროფესიული დისკუსიების ორგანიზება
- შშმ პირთა მოტივაციის გაზრდა, მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, ნიჭისა და უნარების განვითარება, აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში
- საჯარო სექტორისა და საზოგადოების სტიმულირება – შშმ პირთათვის უკეთესი პირობების შექმნა, არსებული ინფრასტრუქტურის ადაფტირება
პროექტის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ
შშმ პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და დასაქმების პოლიტიკის განმახორციელებელი სოციალური სექტორის, ასევე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისისა და მედიის წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდება
სამ რეგიონსა და ოთხ მუნიციპალიტეტში: შიდა ქართლი – გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტები; ქვემო ქართლი- მარნეულის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი -ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.
პროექტის დასასრულს
დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში ერთობლივად შემუშავებული რეკომენდაციების, სამოქმედო გეგმის და პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.