USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება

2024 წლის 14 მაისს, ხაშურში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმა USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორული ქსელის მენეჯერი თამარ ფრუიძე.

„საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენელმა ლია გორელიშვილმა პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა.

პარტნიორი სკოლების ხაშურის #6, ხაშურის #8, გორის #9, სოფლების ბებნისის და საღოლაშენის სკოლის მოსწავლეებმა კი წარმატებული სამოქალაქო კლუბის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, მცირე საგრანტო პროექტების და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ გააკეთეს პრეზენტაციები.

გორის #12 და სოფელ ხიდისთავის სკოლის მოსწავლეებმა ცოდნის გაზიარების კომპონენტის ფარგლებში დამეგობრებულ სკოლებთან ერთად განხორციელებული პროექტები წარმოადგინეს და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

სურამის #3 სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თოჯინების სპექტალი „ეზოს ოპერა“.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ეროვნული ფორუმის რეგიონალურმა კოორდინატორმა ლელა წურწუმიამ ისაუბრა პედაგოგებისთვის შეთავაზებული რესურსისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ღონისძიების ბოლოს ქ-ნმა თამარ ფრუიძემ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა წლის ლიდერ სკოლებს მიულოცა გამარჯვება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებები უსურვა.

სამახსოვრო სიგელებით და პრიზებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირების პროგრამა და პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ კამპანებში და კონკურსებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ხაშურში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი შიდა ქართლის სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მხარდამჭერები.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International – საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.

გააზიარეთ პოსტი:

უახლესი ამბები

667382600_1558102512413894_8645150606661427192_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

„AGE of AI“- ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და ორგანიზაციისთვის

30 და 31 მარტს „საზოგადოება ბილიკში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „AGE of AI“. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა გაძლიერება პრაქტიკული AI უნარებით,

მეტის ნახვა »
662351429_1555158122708333_4790539834496045637_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე!

აუტიზმი არ არის დაავადება ! ეს არის სამყაროს განსხვავებული აღქმა. დაინახე განსხვავებულად, შექმენით მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველას შეეძლება რეალიზება. 2

მეტის ნახვა »
2. ერთად მეტი ზრუნვისთვის.jpg (2)
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ერთად მეტი ზრუნვისთვის

ააიპ „საზოგადოება ბილიკსა“ და მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა კეთილდღეობისა და

მეტის ნახვა »
Skip to content