პრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში ხაშურის, გორის და ახალციხის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრა ,,ევროპის ფონდის“, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და საზოგადოება ბილიკის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ხორვატიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, საფრანგრთის, ჰოლანდიისა და შვედეთის შშმ პირთა პროგრამებზე.

ასევე განიხილეს ეროვნული კანონმდებლობით და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები.

საუბარი შეეხო აღნიშნული პროგრამების მუნიციპალიტეტებში დანერგვის საკითხსა და ამ მიზნით განხორციელებულ პრაქტიკულ სამუშაოებს.

როგორც სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, მოხარულია, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ასევე არიან მერის შშმ პირთა საბჭოების წევრები, მზად არიან სიახლეებისთვის და აქვთ სურვილი, გააუმჯობესონ მათ მუნიციპალიტეტში არსებული სერვისები.

პროექტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები სხვა მუნიციპალიტეტებთან და გაღრმავდება თანამშრომლობა შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის.

წყარო: https://president.ge

შემოთავაზებული მედია გაშუქება

700078453_1956268965053957_7691613683241923320_n
Uncategorized
საზოგადოება ბილიკი

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამა (Access) წარმატებით დასრულდა

2011 წლიდან ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაში (Access) და ამ წლების განმავლობაში ასობით წარმატებული ახალგაზრდა აღზარდა. დღეს კიდევ ერთი

მეტის ნახვა »
707561414_1600523498171795_8401072571200920015_n
მედია გაშუქება
საზოგადოება ბილიკი

ტრენინგები 65+ ასაკობრივ პირთათვის

„საზოგადოება ბილიკში“ საინტერესო შეხვედრები ჩატარდა ,,სურსათის უვნებლობა 65+ ასაკობრივ პირთათვის” მოცემული აქტივობა ევროკავშირის ფართომაშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში სურსათის უვნებლობის სექტორის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მეტის ნახვა »
697210380_1589794192578059_5664112723762726245_n
მედია გაშუქება
საზოგადოება ბილიკი

ევროპის დღე

9 მაისს „საზოგადოება ბილიკის“ ახალგაზრდები თბილისში, ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. დაათვალიერეს ინტერაქტიული და მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულტურას, ინოვაციებსა და

მეტის ნახვა »
მეტი პოსტი არ არის საჩვენებელი.
Skip to content