„საზოგადოება ბილიკი“ — ახალი ცოდნა და გამოცდილება ორგანიზაციული განვითარებისთვის

CSA_1

2026 წლის 27–30 ოქტომბერს „საზოგადოება ბილიკის“ წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო Civil Society Academy International-ის მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან საერთაშორისო ონლაინტრენინგში — „ფონდების მოძიების სტრატეგიები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“. ტრენინგმა გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები და შექმნა გამოცდილების გაზიარების, ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული კავშირების განვითარების შესაძლებლობა. ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ფონდების მოძიების თანამედროვე მიდგომები, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, […]

კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“

კონდერენცია

23–24 ოქტომბერს “საზოგადოება ბილიკმა“ შიდა პროფესიული კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“ გამართა, რომელშიც გორისა და ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი იყო ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი პროფესიული გამოცდილების გაზიარება, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების გაანალიზება, განვითარების საჭიროებების გამოკვეთა და გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. […]

ახალგაზრდული დებატების კვირა

დებაყტები 8

არგუმენტები, განსხვავებული შეხედულებები და მნიშვნელოვანი დისკუსიები – გორში ახალგაზრდული დებატების კვირა გაიმართა. 60 განმცხადებლიდან შერჩეულმა 30-მა ახალგაზრდამ ადამიანის უფლებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებზე იმსჯელა. მათ თავად შეარჩიეს დებატების რეზოლუცია – „არასრულწლოვანთა უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს“ – და საკუთარი არგუმენტებითა და განსხვავებული მოსაზრებებით საინტერესო დისკუსია გამართეს. გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები: ლუკა ხარიბეგაშვილი სალომე კობაიძე იზა ტერტერაშვილი ბარბარე […]

ახალგაზრდების მონაწილეობა საერთაშორისო Erasmus+ სასწავლო კურსში — „EXPRESS & IMPRESS 2.0″

ჩეხეთი

2026 წლის 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, „საზოგადოება ბილიკის“ და ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო Erasmus+ სასწავლო კურსში — „EXPRESS & IMPRESS 2.0“. პროექტში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ადამიანები სლოვენიიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ჩეხეთიდან და რუმინეთიდან. პროექტის მთავარი მიმართულებები იყო ახალგაზრდული […]

მონაწილეობა Erasmus+ გაცვლით პროგრამაში

793518553_1694663015424509_2681724475739606629_n

17-28 აგვისტოს „საზოგადოება ბილიკისა“ და „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ ერთობლივი ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სლოვენიაში გამართულ Erasmus+ გაცვლით პროგრამაში — „Express & Lead: From Self-Presentation to Youth Leadership“. პროექტში საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები სლოვენიიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან და რუმინეთიდან. პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა განივითარეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: გუნდური მუშაობა; ლიდერობა და თვითგამოხატვა; უმნიშვნელოვანეს […]

ტრენინგი „ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება“ „საზოგადოება ბილიკის“ გუნდისთვის

1111111

18 ივლისს. კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, “საზოგადოება ბილიკი” თანამშრომლებისთვის ინფორმაციული და პრაქტიკული ტრენინგი თემაზე — „ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება“ ჩაატარა. სამუშაო შეხვედრა დატვირთული იყო თანამედროვე, ციფრულ სფეროში არსებული ყველაზე აქტუალური და პრაქტიკული თემებით: ონლაინუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა — პაროლების ეფექტიანი მართვა, ფიშინგის (ონლაინ თაღლითობის) ამოცნობის მეთოდები და პერსონალური კონფიდენციალურობის დაცვა. ხელოვნური ინტელექტი (AI) […]

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამა (Access) წარმატებით დასრულდა

700078453_1956268965053957_7691613683241923320_n

2011 წლიდან ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაში (Access) და ამ წლების განმავლობაში ასობით წარმატებული ახალგაზრდა აღზარდა. დღეს კიდევ ერთი თაობა გვემშვიდობება – მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს ინგლისური ენის ორწლიანი პროგრამა და ერთად აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. გვჯერა, რომ დღევანდელი კურსდამთავრებულებიც უამრავ სიახლესა და პოზიტიურ ცვლილებას შეიტანენ საკუთარ ცხოვრებაში. პროგრამის ფარგლებში […]

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული

722935481_1617738729783605_7958940017238067989_n

კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული წარმატებით დასრულდა! 2026 წლის პირველი ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით „საზოგადოება ბილიკის“ დღის ცენტრებში გაიმართა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების კვირეული. კვირეულის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ჩატარდა მრავალფეროვანი შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგებში, სპორტულ აქტივობებში, ექსკურსიაში, გუნდურ თამაშებსა და არტთერაპიულ შეხვედრებში. კვირეული სავსე იყო ახალი ცოდნით, შემოქმედებითობითა და დადებითი ემოციებით. […]

„საზოგადოება ბილიკმა“ დაიწყო თანამშრომლობა ამერიკულ ორგანიზაცისთან Learn Fresh

642710665_1836043820442439_7514409777522372401_n

Learn Fresh-ის ინოვაციური პროგრამა MLS STEM Goals კალათბურთის თამაშის მეშვეობით მოზარდებს STEM-ის სამყაროში ამოგზაურებს. პროგრამა ეფუძნება სიმულაციურ კალათბურთის თამაშს, სადაც სწავლა თამაშად იქცევა, ხოლო თამაში — ცოდნად. ეს არის შესაძლებლობა მოზარდებისათვის, ერთდროულად განივითარონ აკადემიური და პრაქტიკული უნარები. MLS STEM Goals კალათბურთის თამაში აერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დისციპლინებს, სადაც მონაწილეები იყენებენ მოთამაშეთა სტატისტიკას […]

„AGE of AI“- ტრენინგები ახალგაზრდებისთვის და ორგანიზაციისთვის

667382600_1558102512413894_8645150606661427192_n

30 და 31 მარტს „საზოგადოება ბილიკში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე „AGE of AI“. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა გაძლიერება პრაქტიკული AI უნარებით, ცოდნით და კრეატიული ინსტრუმენტებით, რათა მათ შეძლონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული შესაძლებლობების გამოყენება. 30 მარტი დაეთმო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც AI ინსტრუმენტების დახმარებით ორგანიზაციული განვითარებისა და ციფრული მარკეტინგის გაძლიერების გზები შეისწავლეს. 31 მარტს კი ტრენინგში ჩაერთნენ ახალგაზრდები, […]

2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე!

662351429_1555158122708333_4790539834496045637_n

აუტიზმი არ არის დაავადება ! ეს არის სამყაროს განსხვავებული აღქმა. დაინახე განსხვავებულად, შექმენით მხარდამჭერი გარემო, სადაც ყველას შეეძლება რეალიზება. 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა! როგორც ყოველთვის “საზოგადოება ბილიკი” უერთდება ამ კამპანიას. და სიხარულით ერთვება სხვადასხვა აქტივოებებში. ამჯერად ამ კამპანიის მხარდამჭერია ბატუტ ცენტრი. განსაკუთრებული მადლობა #მაკა ღვინიაშვილს.

ერთად მეტი ზრუნვისთვის

2. ერთად მეტი ზრუნვისთვის.jpg (2)

ააიპ „საზოგადოება ბილიკსა“ და მედიქალ ვორლდის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თანამშრომელთა, ასევე ბენეფიციართა კეთილდღეობისა და მხარდაჭერის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, ლაბორატორია „საზოგადოება ბილიკის“ თანამშრომლებისთვის და ბენეფიციარებისთვის აწესებს სპეციალურ ფასდაკლებას კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე. მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ლაბორატორიაში ვიზიტისას, ასევე ბინაზე გამოძახების სერვისის საშუალებით. ამასთან „საზოგადოება ბილიკი“ და მედიქალ ვორლდის […]

Skip to content